23:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 10:44:25, 681 ნახვა

მსოფლიო
კაცი - მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანის დამარცხება მკაფიო გზავნილია თურქეთის პრეზიდენტისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის მუნიციპალური არჩევნების შედეგებს X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ეხმაურება.

ისრაელ კაცი სტამბოლის მოქმედ მერს, ექრემ იმამოღლუს და ანკარის მერს, მანსურ იავასს მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ერდოღანის დამარცხებით დასრულდა. ეს არის მკაფიო გზავნილი თურქეთის პრეზიდენტისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს და მას ახალი გზების ძიება სჭირდება“,- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი. 

შეგახსენებთ, თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტია" ხმების 37,32%-ით ლიდერობს, რასაც მოსდევს "სამართლიანობისა და განვითარების პარტია", 35,78%-ით. არჩევნებში სულ 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, ქვეყნის მასშტაბით 206 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics