23:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 10:10:49, 1175 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე მთავარ ქალაქებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს

თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში, მთავარ ქალაქებში, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ოპოზიციური პარტია "რესპუბლიკური სახალხო პარტია" ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სტამბოლის მოქმედმა მერმა, "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ ხმების 50%-ზე მეტი მიიღი, რითაც უსწრებს მის მთავარ კონკურენტ მურათ ქურუმს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიიდან "სამართლიანობისა და განვითარების პარტია".

ანკარაში მოქმედი მერი მანსურ იავასი 58,79%-ით ლიდერობს, ხოლო ტურგუტ ალტინოკს 33,27% აქვს.

შეგახსენებთ, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გუშინ, 31 მარტს ჩატარდა. ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელთათვისაც 206 845 საარჩევნო უბანი მუშაობდა. არჩევნებში სულ 34 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics