|
2024-03-29 09:54:11, 777 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
ისრაელი თავს დაესხა სირიის ქალაქ ალეპოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების დაღუპვა მოჰყვა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი 2 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაღუპულია 38 ადამიანი, მათ შორის ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 5 წევრი. მანამდე, სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პერსონალი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და მებრძოლმა ჯგუფებმა ალეპოზე თავდასხმები განახორციელეს. „საჰაერო თავდასხმები დაემთხვა უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციიდან. სამინისტროს არ უხსენებია დაღუპულთა კონკრეტული რიცხვი და არ განმარტავს, მსხვერპლი ისრაელის თავდასხმამ გამოიწვია, თუ - ტერორისტთა ჯგუფების . ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ“, - წერს Reuters-ი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)