00:45 - 26 Jun, 2026
|
2024-03-28 21:43:39, 809 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მოიპოვეს მტკიცებულება, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტები არიან დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, პირველადი გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“ წინასწარ იყო დაგეგმილი და შემსრულებლები დამკვეთებისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ. „დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლისა და ფინანსური ოპერაციების ანალიზის შედეგად მიღებულია მტკიცებულება, რომ ისინი დაკავშირებულები არიან უკრაინელ ნაციონალისტებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)