00:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 19:22:58, 1026 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის საპარლამენტო კომისია, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გიტანას ნაუსედას ბრალდებას უყენებს

ლიეტუვის საპარლამენტო კომისია პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ბრალდებას უყენებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საპარლამენტო კომისიამ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმატორზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, თითქოს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა, დარიუს იაუნიშკისმა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მონაცემებიდან გიტანას ნაუსედას გარემოცვისა და შტაბის წევრების, ასევე მის სპონსორებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეაგროვა და ეს პირადად ნაუსედას თხოვნით თუ მისგან წამოსული განკარგულების საფუძველზე მოხდა.

თავად გიტანას ნაუსედამ აღნიშნული ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ კომისიის მრავალი დასკვნა იწვევს მასში ძალიან სერიოზულ ეჭვებს და მიაჩნია, რომ მიზანი დისკრედიტაციაა.

„მე ვერავის მივცემდი დავალებას, რადგან რიგითი მოქალაქე ვიყავი, უმუშევარი გიტანას ნაუსედა, რომელმაც პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა. შეეცადეთ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ქუჩიდან მისვლას და ასეთი დავალების მიცემას. პასუხი ძალიან მკაფიო იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics