19:58 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 13:42:56, 794 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა - ზურაბიშვილი ვალდებულია, სააკაშვილი გაათავისუფლოს

150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მოისმინოს ქართველი ხალხის ხმა და მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი იყოს თავისუფალი".

"150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ გვინდა, რომ მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი.

საქართველოს მოქალაქემ კარგად ნახა ის გმირული მოქმედება, რომელიც განახორციელა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როცა გადადგა ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლობაში ყოფნას და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ცვლილებები, შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს საქართველოს მოქალაქისადმი.

150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ასიათასობით ადამიანია, ვისაც უნდა ღიად გამოხატოს მისი მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ცვლილება იმისთვის, რომ ყველა ოჯახში იყოს კეთილდღეობა და არ ჰქონდეს მხოლოდ ერთეულებს, როგორც დღეს ივანიშვილმა მიგვაჩვია...

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა, არ შეუშინდა თავისი მონაცემების დაფიქსირებას და ასევე ყველა ჩართულ ადამიანს, რომელიც წვიმაში, ქარში აგროვებდა ამ ხელმოწერებს. დღეს ეს ხელმოწერები უკვე ჩავა დედაქალაქში და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა ერთისა - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი",- აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს დღეს, 25 მარტს წალენჯიხიდან თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ავტომობილებით მსვლელობით ჩაიტანენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics