|
2024-03-25 12:52:52, 635 ნახვა
მსოფლიო
CNN - Crocus City Hall-ზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ Crocus City Hall-ზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს - დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, შამსიდინ ფარიდუნსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, მათ ტერორისტული აქტის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ის ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა ყველა ბრალდება აღიარა. როგორც მედია წერს, ოთხივე არის ტაჯიკეთიდან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან და რუსეთში დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)