03:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 22:38:04, 666 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მზადაა სოფლების ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში, აზერბაიჯანთან საზღვრის სრული დემარკაცია განახორციელოს

სომხეთის სოფლების ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში სომხეთი მზადაა, განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუკებთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა არსებობს შეთანხმება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე.

„არსებობს გაგება, რომ ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის პროცესი უნდა მოხდეს. ალმათის დეკლარაცია უნდა იყოს პოლიტიკური საფუძველი. ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე დემარკაციის განხორციელება არ ნიშნავს ახალი საზღვრის შექმნას, არამედ იმ საზღვრების რეკონსტრუქციას, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში”, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics