10:25 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 16:53:01, 1319 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
დღეს, შეხვედრა დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. მოსახლეობას სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბადრი სურმანიძე, მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მანუჩარ კოჩაძე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 64 - ვე სოფელში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული.

"მოსახლეობისთვის წელსაც პრიორიტეტული იყო ბეტონის საფარისა და გარე განათების მოწყობა, რომელსაც მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით უყარა კენჭი. ქედის მუნიციპალიტეტის მერია, შერჩეულ პროექტებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად. პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics