|
2024-03-15 12:29:19, 670 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან - გავიხსენოთ მელიას და გვარამიას შეწყალება
რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან - გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალებ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ქვეყნისთვის მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში". „საქართველო უნდა მართოს ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა, ეს არის საკითხი. ჩვენ ჩვენს 30- წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა; ის, ვისი მანდატითაც უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. „ენჯეოები“, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს მოსამართლე და ვინ - არა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არანაირი ხალხის წარმომადგენლები ეს ორგანიზაციები არ არიან. ისინი არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ რამენაირად საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ხალხის მართვაში. 26 ოქტომბერს არის არჩევნები. ჩვენ ამ არჩევნებზე გავალთ ამ კონცეფციით, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და შეგვიძლია, თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად. ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს - რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს მოხდა უცხოეთიდან. გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალება. ყოველ ჯერზე, როდესაც ქართულ მართლმსაჯულებაში ვინმე ჩაერია, ეს ჩარევა იყო უცხოეთიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში. სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, უუნაროები არიან და უცხოელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა, მთლიანი დათმობა დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი იბრძოდა ათწლეულების განმავლობაში“,- თქვა პაპუაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)