00:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 17:33:55, 657 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ენმ-ზე - კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ მაშინ, როცა თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია

მე „ნაცის“ ადგილზე, კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში და არ შევიდოდი პოლემიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ერთი კვირაა, კაცობასა და ვაჟკაცობაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია".

„ზოგიერთ მათგანს, ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ, 18 წლამდე და 20 წლამდე ეზოში არ უშვებდნენ დედ-მამის გარეშე - ჰოდა, რა კაცობაზე გველაპარაკებიან მწამებლები. თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია და სადარბაზოებში ვერ ჩადიოდნენ მარტო სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ.

არ იყო სალაპარაკო, მაგრამ მაინც გვათქმევინეს, რა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან ერთი კვირაა. ეს ხალხი ცდილობს მოტყუებას იმგვარად, რომ თითქოს ამ ხალხს დავიწყებული აქვს, რას აკეთებდნენ ისინი წარსულში",- ამბობს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics