00:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 14:15:24, 626 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

კალაძის განცხადებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები აზიანებს საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობებს. 

„ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ესენი არიან კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. 

ქართველი ადამიანის წარმოდგენაში რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები? - ევროპა დაფუძნებულია იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე და პრინციპებზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების დაცულობა - ეს ყველაფერი წლების წინ უგულებელყოფილი იყო და გვახსოვს, რა ხდებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს“,  - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics