09:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 19:47:21, 716 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - სერიოზულად როგორ მივიღოთ ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე

როგორ მივიღოთ სერიოზულად ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის სასტიკ მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხდა.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ისინი, ვინც დუმან პალესტინელი ხალხის გენოციდის შესახებ, შეუძლებელია, იყოს თანმიმდევრული, ეფექტური და მიუკერძოებელი.

„გეკითხებით, ოდესმე გსმენიათ, რომ მათ ვინც მსოფლიოში ქალთა უფლებებზე აქტიურდ საუბრობენ, ხმა აემაღლებინოთ 7 ოქტომბრის შემდეგ პალესტინაში მოკლულ 32 ათასზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე, ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ისრაელია, რომელიც მუდმივად უტარებს ლექციებს კაცობრიობის დანარჩენ წევრებს უფლებებისა და კანონის შესახებ.

ყოფილხართ თუ არა იმ ადამიანების რეაქციების მოწმე, ვინც პრესის თავისუფლების მოხსენების ბარათებს გამოსცემს ისრაელის მიერ მოკლული 100-ზე მეტი ჟურნალისტის შესახებ? ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც თურქეთს ბოლო ანგარიშში აკრიტიკებენ, აქამდე ხმა არ ამოუღიათ. გსმენიათ თუ არა რაიმე განცხადებები ისრაელის ფარული და ღია მხარდაჭერის გარდა?”, - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics