12:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 23:54:11, 905 ნახვა

მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას გმობს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას გმობს. ამის შესახებ გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

როგორც გაეროს სპიკერი აღნიშნავს, ღაზაში მოქალაქეებს დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ.

„ღაზაში სასოწარკვეთილ მოქალაქეებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, მათ შორის ალყაშემორტყმულ ჩრდილოეთში, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ შეძლო დახმარების მიწოდება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა დუჟარიკმა.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics