12:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 10:00:43, 605 ნახვა

საზოგადოება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გურიის რეგიონი ერთ-ერთია იმ სამ სამიზნე რეგიონს შორის, სადაც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - ECO.Georgia ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში „საქმიანი ეზო” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მოეწყო.  ეს რეგიონში მეოთხე „საქმიანი ეზოა“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება. 

ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, მოსახლეობა უზრუნველყოს ორგანიზებული ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას,  გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ტრანსპორტირების მომსახურებითაც ისარგებლოს. 

„საქმიანი ეზოებიდან  მოსახლეობა შეძლებს საშეშე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით. გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო“ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და   შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება. ჩვენ შევისყიდეთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 70 „საქმიანი ეზო“ იქნება მოწყობილი“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.  

აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის დამზადებისა და მიწოდების  ერთაინი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით,  დღეის მდგომარეობით მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2024 წლის ბოლომდე  სამუშაოები, დამატებით, 16 ობიექტზე  განხორციელდება.   

კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის - ECO.Georgia ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო.

პროექტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოიცავს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას, ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics