16:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 20:51:09, 997 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის დედას ცხედარი აჩვენეს, მაგრამ საიდუმლო დაკრძალვაზე დათანხმება მოთხოვეს

ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი აჩვენეს, თუმცა მის დაბრუნებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ლუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი ინფორმაციით რუსეთის უსაფრთხოების ძალები მას დაემუქრნენ, რომ რაღაცას გაუკეთებდნენ გარდაცვლილი შვილის გვამს, თუ საიდუმლო დაკრძალვაზე არ დათანხმდებოდა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები გეგმავენ ალექსის ფარულად დაკრძალვას, შემდეგ კი დედას აჩვენონ, სად არის დაკრძალული. "დრო არ არის თქვენს მხარეს, გვამი იხრწნება", - ციტირებს ლუდმილა ნავალნაია უშიშროების ძალებს თანამშრომლების სიტყვებს.

პოლიტიკოსის დედამ თქვა, რომ მან თითქმის 24 საათი გაატარა ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტში, გამომძიებლებთან და კრიმინოლოგებთან მარტო; ადვოკატი იქ მხოლოდ 22 თებერვალს შუადღის შემდეგ შეუშვეს.

„წუხელ ფარულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები აცხადებენ, რომ სიკვდილის მიზეზი იციან, ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი მზად აქვთ... კანონის მიხედვით, სასწრაფოდ უნდა მოეცათ ალექსის ცხედარი, სამაგიეროდ, პირობები დამიყენეს და დამაშანტაჟეს: სად, როდის. და როგორ უნდა დავიმარხო ალექსეი.  ჩემი თანდასწრებით ისინი იღებენ ბრძანებებს კრემლიდან ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს ფარულად, დამშვიდობების გარეშე მოხდეს. უნდათ, სასაფლაოს განაპირას, ახალ საფლავზე წამიყვანონ და თქვან: აქ წევს შენი შვილი. მე ამას არ ვეთანხმები, მინდა, რომ მე და ხალხს გვქონდეს საშუალება დავემშვიდობოთ ალექსის“, - თქვა ლუდმილა ნავალნაიამ.

უკვე რამდენიმე დღეა პუტინის მთავარი კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცხედარს ოჯახს არ აძლევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics