16:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 13:33:10, 720 ნახვა

საზოგადოება
„ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, მესტიაში სათხილამურო ტურნირი „თეზოს თასი 2024“ გაიმართა

„ბაზისბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, სვანეთში, ზურულდის მთაზე, ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური შეჯიბრი - „თეზოს თასი 2024“ მეათედ გაიმართა.

სათხილამურო შეჯიბრი ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენს, „ბაზისბანკისგან“, ფულადი პრიზი გადაეცა.

„ბაზისბანკის“ და „თეზოს თასის“ პარტნიორობა წლების განმავლობაში გრძელდება და აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებას. თეზო ჯაფარიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის საქმეში. ყოველწლიურად, ნამდვილი დღესასწაული ეწყობა სვანეთში და უამრავი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი ერთიანდება და პატივს მიაგებს თეზოს ხსოვნას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ულამაზესი სპორტის პოპულარიზაციაში და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა „ბაზისბანკის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics