17:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 13:06:14, 724 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგებას იწყებს - ამჯერად საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება. 

გამგეობის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics