17:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 13:32:46, 784 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია

დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო დასკვნა მე არ წამიკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს, რადგან კანონი იცავს. სინამდვილეში, რაში დასდეს ბრალი, რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება ბევრჯერ ითხოვეს.

"მე ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა გათავისუფლებულიყო. მივესალმები და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ბევრჯერ ვითხოვეთ [მამალაძის გათავისუფლება], მაგრამ რა ვქნათ, რაც არის, არის.

სინამდვილეში, რა და როგორ არის, ამას ვინ გაიგებს?! რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე, რომ ის გამოსულიყო ციხიდან. დარწმუნებული ვარ, რომ მას მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ მისი საბრალდებო დასკვნა მე არ წამიკითხავს, ვერც ვერავინ წაიკითხავს, რადგან კანონი იცავს ამ საბრალდებო დასკვნას. სინამდვილეში, რაში დასდეს ბრალი, რატომ მიუსაჯეს, მე არ ვიცი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "TV პირველთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დაწესებულიდან გუშინ, 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზი ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics