20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 10:46:49, 687 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რის გამოც შეიძლება ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ

ერთადერთი, რის გამოც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე არ დავიწყეთ, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Россия 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს.

"ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ნატო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია და "თუ ისინი ფიქრობენ, რომ ის არ სჭირდებათ, ეს მათი გადაწყვეტილებაა".

„ვფიქრობ, რომ ნატო საერთოდ არაფერ შუაშია, აზრი არ აქვს. აზრი მხოლოდ ერთია - ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. მაგრამ თუ აშშ მიიჩნევს, რომ მას ეს ინსტრუმენტი არ სჭირდება, ეს მათი გადაწყვეტილებაა. აშშ და ევროპა თავად უნდა გაუმკლავდნენ თავდაცვის ხარჯებს", - დასძინა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics