00:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 14:45:11, 778 ნახვა

მსოფლიო
მედია - აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი შეათანხმა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი შეათანხმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

France24-ის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტი უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად, ასევე აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად 118.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს, საიდანაც 60 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად, 14 მილიარდი ისრაელისთვის, 20 მილიარდი დოლარი კი, აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის გამოიყოფა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ სენატში კანონპროექტის კენჭისყრა 7 თებერვალს იგეგმება.

დოკუმენტი ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გააკრიტიკა.

ჯონსონის თქმით, კანონპროექტი საზღვარზე არსებულ კატასტროფას ვერ მოაგვარებს და მას წარმომადგენელთა პალატაში წარუმატებლობა ელის.

„ეს კანონი კიდევ უფრო ცუდია, ვიდრე მოლოდინი არსებობდა და ვერც კი აახლოებს საზღვარზე არსებული კატასტროფის დასასრულს, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა“, - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics