17:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 13:15:31, 718 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომიდან გააძევა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ლელოს" დეპუატი სალომე სამადაშვილი სხდომიდან გააძევა.

ოხანაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამადაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

"საპატიო თავმჯდომარედ შეგიძლიათ მოიხსენიოთ... საპატიო თავმჯდომარე არის სტატუსი...
მშვენივრად საუბრობთ მიკროფონის გარეშე... მეგაფონი მიიტანეთ, სადაც მიჩვეული ხართ მეგაფონით სიარულს. მე თქვენ მოგიწოდებთ, ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე, კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში... აქ არ ვართ იმისთვის, რომ თქვენს პერფორმანსებს ვუსმინოთ..

ქალბატონო სალომე, გაფრთხილებული ბრძანდებით. არღვევთ წესრიგს და არ იცავთ რეგლამენტს... გთხოვთ, დატოვოთ სხდომათა დარბაზი... მოქცევას, როდესაც ისწავლით სხდომათა დარბაზში, მაშინ შემობრძანდებით",- მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს და "ლელოს" დეპუტატს დარბაზი დაატოვებინა.

"თქვენ რომ ისწავლით, პარლამენტში რისთვის ხართ ბიძინა ივანიშვილის კორუფციული ინტერესების დაცვის გარდა, მერე შეექმნება აზრი თქვენთან საუბარს. ჯერჯერობით ხართ რუსი კორუმპირებული მთავრობა",- მიმართა სხდომის დატოვების დროს სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics