|
2024-02-03 15:52:35, 1033 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე საუბრობს და იმაზე, თუ რამდენად აქვს რესურსი მესამე ძალას და მათ შორის, ნიკა გვარამიას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს. მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გამიჯვნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მხოლოდ ფორმალობაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული. იმ თავიანთი წარსულიდან და დღევანდელი რეპუტაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ დარჩეს ოპოზიციურ ფლანგზე რა თქმა უნდა თავს აარიდებს მათთან აფელირებას, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ახალი თუ ძველი ძალა გააგრძელებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასე თქვათ, დაშორების პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფორმალური და მიზნად ისახავს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, რათა ხმების გარკვეულწილად გახლეჩა და მეტის წაღება შეძლონ, მაგრამ მოტყუების საშუალებას არც ჩვენ მივცემთ და ვფიქრობ, ამომრჩეველიც საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ ეს გადალაგებები მათ ტაქტიკურ სვლებად მიიღონ და სწორად შეაფასონ, ვიდრე იმათ რომ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალა იბადება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)