|
2024-02-01 13:36:24, 633 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ველოდები, რომ ძალიან ახლოს და კონსტრუქციულად ვიმუშავებ მომდევნო მთავრობასა და პრემიერთან
ველოდები, რომ ძალიან ახლოს და კონსტრუქციულად ვიმუშავებ მომდევნო მთავრობასა და პრემიერთან,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობას წინა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან "ახლო თანამშრომლობა" ჰქონდა. "მე უცხოელი დიპლომატი ვარ საქართველოში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო თქვენს კითხვაზე პასუხისას. რაც შემიძლია ვთქვა - ჩვენ ძალიან ახლოს ვთანამშრომლობდით პრემიერთან და მთავრობასთან. დეკემბერში გვქონდა ისტორიული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ. ახლა ველოდები, რომ ძალიან ახლოს და კონსტრუქციულად ვიმუშავებ მომდევნო მთავრობასა და პრემიერთან. დღეს არის ანონსები - ვინ იქნება მთავრობაში, მაგრამ ჯერ წინ პროცესია პარლამენტში. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, ვინ იქნება ახალი მთავრობა. ვინც უნდა იყოს, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ჩვენ - ევროკავშირი ველოდებით თანამშრომლობას ახალ არჩეულ პრემიერთან და მთავრობასთან",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)