04:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 21:36:49, 832 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის

უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ყოგილ გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის არმიას რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს.

"როგორც NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში.

დღეს შევხვდი ანდერს ფოგ რასმუსენს, NATO-ს გენერალურ მდივანს 2009 წლიდან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე კიევის უსაფრთხოების შეთანხმების შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც ემსახურებოდა G7 ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველს და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს. ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე", - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics