21:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-27 11:14:36, 829 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ჰოლოკოსტი შეგვახსენებს ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობას - აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს - კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერის თქმით, აღნიშნული გამოცდილება ნებისმიერი ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას შეგვახსენებს, „წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას".

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს - კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ.

ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას, ერთად ვაშენოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სამყარო", - წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics