23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 20:46:40, 878 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. 

"განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა   ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics