23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 15:02:30, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარების წერილი სააკაშვილს - „თქვენი შრომის გარეშე კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა​“

ჩვენ გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მომავლისკენ და ეს შეუძლებელი იქნებოდა თქვენი შრომის, კერძოდ კი პროევროპული რეფორმების გარეშე, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში გაატარეთ, - ამის შესახებ ევროპარლამერნტარების საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადი მიწერილ წერილშია აღნიშნული.

როგორც წერილში ვკითხულობთ, ევროპარლამენტარები "ყურადღებით აკვირდებიან" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და "ყველაფერს აკეთებენ მის გასაუმჯობესებლად".

"გმადლობთ თქვენი მოწერილი წერილებისთვის და საუკეთესო სურვილებისთვის 2024 წლის ახალი წლისთვის. ასევე მადლობა იმისთვის, რომ გვაყენებ საქმის კურსში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ყოველთვის ვაცნობიერებთ თქვენს მდგომარეობას და ყველაფერს ვაკეთებთ მის გასაუმჯობესებლად. 

ჩვენ გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მომავლისკენ და ეს შეუძლებელი იქნებოდა თქვენი შრომის, კერძოდ კი პროევროპული რეფორმების გარეშე, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში გაატარეთ. მოდი, გავაგრძელოთ საერთო მიზნების მიღწევა ევროპაში ძლიერი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სახელით. 

ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელი მოგიტანთ ჯანმრთელობას და გაერთიანებას თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ თქვენი ძალით და გვჯერა, რომ კეთილი ნება გაიმარჯვებს", - წერია წერილში, რომელსაც X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აქვეყნებს.

წერილს ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, ტის როიტენი, მაიკლ გალერი, ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics