01:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 14:23:07, 719 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - გაოცებული ვარ კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში „აკოპირებენ“ ხაბეიშვილს

ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად, ცარიელ ადგილას შექმნას ხმაური - ევროპარლამენტარების ძალიან მცირე, მაგრამ ხმაურიანი ჯგუფი ამ ოპოზიციის ჩვეულებრივი გაგრძელებაა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ევროპარლამენტის კონკრეტული წევრების ბოლოდროინდელ განცხადებებს.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, "გასაკვირია, თუ რატომ არის ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებით ასე დაინტერესებული და რატომ ახმოვანებენ რადიკალური ოპოზიციის მოსაზრებებს". 

"მე გაოცებული ვარ ხანდახან, კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში "აკოპირებენ" ლევან ხაბეიშვილს და რატომ ჩაიგდეს ამხელა ევროპარლამენტარებმა თავი იმ დღეში, რომ კეზერაშვილის მესიჯებს ახმოვანებდნენ, უცნაურია, თუმცა, შეიძლება ამას საფუძველი ჰქონდეს.

მე სულ მიკვირს ხოლმე, რატომ არიან ევროპარლამენტარები ასე თავიდან ფეხებამდე ჩაშვებული და დაინტერესებულები ქართული შიდა პოლიტიკით, ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ გადაბმულები არიან რაღაც ჯგუფებთან სხვადასხვა საბაბებით და მიზეზებით და სხვადასხვა ინტერესებით, მეტი არაფერი. ისინი ჩვეულებრივად ახმოვანებენ ქართული რადიკალური ოპოზიციის ნარატივს, საერთოდ არ არის მათ მესიჯებში სხვაობა",-  განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics