12:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 10:29:53, 685 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესტონეთის დედაქალაქ ტალინს ეწვივნენ. 

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს და ვიზიტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

"დიდი პატივია, მივესალმო ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას, ტალინში. ჩვენ ვგზავნით ძლიერ შეტყობინებას და უკრაინას ვუდასტურებთ, რომ ესტონეთი მყარად დგას მათ გვერდით, ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს!"- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაცია ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შეხვდება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 10 იანვარს ლიეტუვაში ჩავიდა. ზელენსკი ვილნიუსში ქვეყნის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. 

ცნობილია, რომ ესტონეთიდან უკრაინის პრეზიდენტი ლატვიას ესტუმრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics