13:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 14:56:20, 844 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისააკ ჰერცოგს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი არ იშურებს ძალისხმევას, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს.

ამასთან, როგორც ისააკ ჰერცოგმა აღნიშნა, ისრაელი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, ისრაელი მონაწილეობას მიიღებს მოსმენებში, რომელიც 11 იანვარს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იწყება. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დღეს, 9 იანვარს ჩავიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics