13:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 09:19:16, 867 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

The Guardian-ის ცნობით, ბლინკენი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს.

მედიის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ ენტონი ბლინკენი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მეტი გააკეთონ.

ცნობისთვის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის რიგით მეოთხე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქვეყანაზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო. ბლინკენი ისრაელში პირველად 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს, მესამე ვიზიტი კი დეკემბრის დასაწყისში შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics