15:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 15:57:27, 963 ნახვა

მსოფლიო
მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა

გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც BBC წერს, კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც, პილოტი, კრისტიან ოლივერი და მისი 2 ქალიშვილი - 10 წლის მადიტა და 12 წლის ანიკა დაიღუპნენ.

თვითმფრინავი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროდან სანტა-ლუსიისკენ მიფრინავდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, კრისტიან ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში მონაწილეობდა. 2002-2004 წლებში პოპულარობა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. მსახიობმა მოგვიანებით კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics