01:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-04 13:38:13, 1913 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, ისე ვერ მისცემ სალომე ზურაბიშვილს ტრიბუნას

როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, რადგან რაღაც უბედურებას დამართებს სახლსაც და თავის თავსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, "არ აქვთ იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს ხელი შეუწყონ". 

"როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს, რადგან რაღაც უბედურებას დამართებს სახლსაც და თავის თავსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან რამდენჯერაც ტრიბუნასთან დადგა, იმდენი რაღაც უბედურებები უთხრა საზოგადოებას. როცა გამოდის, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, თავისივე ამომრჩეველს, სხვანაირად არ შეუძლია ამ ადამიანს.

ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს თავად შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, აანთოს და თავის თავსაც უბედურება დამართოს და ქვეყანასაც", - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics