|
2023-12-30 15:25:39, 1171 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - ამ გადაწყვეტილებისვის მადლობა უნდა გადავუხადოთ
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს არა მარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მისცემს შესაძლებლობას, დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციის სრული განადგურების ფონზე, მმართველ გუნდს სხვა გამოწვევები გაუჩნდა, რაზე საპასუხოდაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის და ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი. რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად განმარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს აქვს სისუსტე, მაგალითად საარჩევნოდ, პირიქით - თავად ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ დღეს გუნდს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და მის სიტყვაში იყო ნათქვამი, რომ ხვალ რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც კი არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, სწორედ იმ პირობებში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა, რომ ოპოზიცია არის სრულად მოშლილი, სრულად განადგურებული, აქ არის სხვა გამოწვევები და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ბატონმა ბიძინამ ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)