02:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 20:56:49, 1848 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ტერორისტულ დარტყმებს აუცილებლად ვუპასუხებთ - რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს

ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველა შესაძლო იარაღით განახორციელა, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული X-101/X-505 რაკეტებით".

"სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics