|
2023-12-28 12:25:58, 7653 ნახვა
ეკონომიკა
„სელფი მობაილმა“ 65 მილიონის ობლიგაცია განათავსა
ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, "სელფი მობაილმა", რომელიც 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, წარმატებით განათავსა მისი პირველი ობლიგაციები და შედეგად 65 მილიონი ლარი მოიზიდა. მოზიდული თანხა შესაძლებლობას აძლევს სელფის კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩადოს ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში, მათ შორის 5G ქსელის დანერგვაში. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ეს განაპირობა როგორც "სელფის" მომგებიანობამ და პერსპექტიულმა პოზიციამ ბაზარზე, ასევე კომპანიის მიერ 2023 წლის ოქტომბერში ევროპის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოსგან, Scope Ratings, BB-/Stable შეფასების მიღებამ. მოცემული რეიტინგი ყველაზე მაღალია, რაც ოდესმე მიუღია ქართულ ტელეკომ კომპანიას. "სელფის" ობლიგაციები შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ. „სელფი მობაილმა“ წარმატებით დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული ფინანსური სახსრები მოხმარდება "სელფის" არსებული ქსელის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ასევე 5G ქსელის გაფართოებას, რაც ჩვენი მომხარებლისთვის ნიშნავს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. მოცემული გარიგებით, "სელფი" განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, რაც მდგომარეობს კომპანიის უწყვეტ განვითარებაში, იმისთვის რომ ჩვენს აბონენტებს ქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და, რაც მთავარია, საიმედო, მაღალი გამტარობის მქონე ქსელი. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სიბიეს ჯგუფის შემადგენლობაში "სელფის" განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს კომპნია დაკავშირებულია ქვეყანაში ინოვაციების და მომავლის ტექნოლოგიების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა "სიბიეს ჯგუფის" ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ. „მოზიდული ფინანსური რესურსი, 65 მილიონი ლარის მოცულობით, მნიშვნელოვანია "სელფის" დაფინანსების სტრუქტურისა და საპროცენტო განაკვეთის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიღებული დაფინანსება და ამის შედეგად გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები მოხმარდება "სელფის" ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, კომპანია ასევე აქტიურად გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების დანერგვას. ცალკე აღნიშვნის ღირსია "სელფის" ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებით, სტაბილური პოზიციით ბაზარზე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. ხაზგასასმელია, რომ ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ“, - განაცხადა ირაკლი ჭედიამ, "სელფი მობაილის" ფინანსურმა დირექტორმა. ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6-თვიან TIBR-ს + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. განთავსების აგენტები იყვნენ „გალტ & თაგარტი“ და „თიბისი კაპიტალი".
### დამატებითი ინფორმაციისთვის "სელფის" შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)