04:11 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 15:16:37, 1173 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს აშენებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 4.9 მილიონი დოლარია, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტი 4 619.00 კვ.მ - ზე 58 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რესტორანს, ლაუნჯს, ღია აუზსს, სპასა და ღია და დახურულ ტერასებს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. სამომავლოდ კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების განვითარებას და არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„საქართველოს ბანკი“ პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რეგიონებში ტურიზმის განვითარება ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბაკურიანის მთების კურორტთან“ ჩვენი პარტნიორობა და მოხარულები ვართ, რომ დაბა ბაკურიანში მსგავსი ტიპის სასტუმრო აშენდება. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ ბევრი მასშტაბური პროექტი განახორციელონ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics