10:24 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 12:21:10, 637 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს მის გარდაცვალებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება შეწყვიტოს და უდანაშაულო ადამიანები გაათავისუფლოს.
როგორც ჯაფარიძემ გადაცემა არჩევანში გუშინ გაჟღერებულ გარემოებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა,  რასაც  არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.ამასთან, ჯაფარიძემ ისიც განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს, მის გარდაცვალებასთან შემხებლობა არ აქვს.
"არანაირი ახალი გარემოება იქ არ არსებობს, ბყველა ის გარემოება ისედაც არსებობდა საქმეში. უბრალოდ იყო დაფარული და არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას,  შეწყვიტოს ეს საქმე, გაათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც უაზროდ ჰყავს ამწუთში დაკავებული. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო და საქმეში არსებობს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, მათ შორის ფედერალური  ბიუროს დასკვნა. ჟვანიას პირადი ცხოვრების  დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მის გარდაცავალებასთან",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics