00:57 - 28 Jun, 2026
|
2023-12-08 10:50:11, 940 ნახვა
მსოფლიო
მედია - ქერჩის გაზსადენზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ანექსირებულ ყირიმში, ქერჩში გაზსადენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტულია მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედიის ცნობით, მომხდარის გამო, 30 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სვიატოსლავ ბრუსაკოვის განცხადებით, გაზსადენის აღდგენა დღის ბოლომდე იგეგმება. "ვგეგმავთ, რომ დღის ბოლომდე დასრულდეს სამუშაოები, რის შემდეგაც ამოქმედდება საქვაბე ოთახი და განახლდება გაზმომარაგება",- წერს ბრუსაკოვი Telegram-ზე. ცნობისთვის, ქერჩში საშუალო წნევის გაზსადენზე ხანძარი პარასკევს ღამით გაჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)