15:14 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 16:30:00, 1390 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია - ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

​ქედაში, ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 16 დღიანი „არა ძალადობას“ კამპანიის ფარგლებში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, შეხვედრა ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახმა“ და გენდერული საბჭოს წევრებმა გამართეს. მოეწყო თემასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლების ჩვენება და განხილვა, ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების მანკიერ მხარეებზე და განათლების აუცილებლობაზე.

„ტრენინგს განათლების სამინისტროს ექსპერტი, ფსიქოლოგი - მაია ბლადაძე უძღვებოდა.

დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს ურიგდებათ ფლაერები, მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები ისჯებიან კანონით.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად თემასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები გადაეცათ, რომლის უკუკავშირი იანვრის თვეში გაიმართება.

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი „არა ძალადობას“ კამპანიის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 5 დეკემბერს გაიმართება“, - აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics