17:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 19:58:32, 872 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ დაპირისპირებაზე - მზად ვართ პუტინისტების თავდასხმები ფიზიკურად მოვიგერიოთ

ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის  ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი სოლიდარობას უცხადებს მის თანაგუნდელებს და აღნიშნავს, რომ “რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”.

“გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს.

ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის  ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები. 

ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics