|
2023-11-30 10:18:14, 805 ნახვა
საზოგადოება
მერია - სამგორსა და ისანში 2024 წლის დასაწყისში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნება
სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულებულია. N64 საბავშვო ბაღი მომავალი წლის იანვარში გაიხსნება, თუმცა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დასრულებული პროექტი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. მათივე ცნობით, N64 საბავშვო ბაღი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება, სადაც 15 ჯგუფი გაიხსნება და სკოლამდელ განათლებას 500-მდე აღსაზრდელი მიიღებს. საბავშვო ბაღი სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან - შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ასევე, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით; ადაპტირებულია შშმ პირთათვის; დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტი. „ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც მოთხოვნა ჩვენს სერვისებზე საკმაოდ მაღალია. ახალი ბაღის გახსნის შედეგად, ეს მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული. დავიწყეთ პარალელური რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსაზრდელებს შეუძლიათ, ახალ ბაღში დარეგისტრირდნენ, მის გახსნამდე კი ჩვენი მომსახურებით სხვა ბაღებში ისარგებლონ. ზოგადად, 2024 წელს ჩვენ რამდენიმე ბაღს გავხსნით და კიდევ არა ერთი ახალი ბაღის მშენებლობას ჩავუყრით საფუძველს. ვგეგმავთ რეაბილიტაციის პროექტებსაც“, - განაცხადა კახა აბულაძემ. გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილემ კიდევ ერთი მშენებარე ობიექტი ისნის რაიონში დაათვალიერა. ახალი, 8-ჯგუფიანი ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ახალი საბავშვო ბაღები მერის მოადგილესთან ერთად, რაიონების გამგებლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმაც დაათვალიერეს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)