18:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 09:45:36, 896 ნახვა

პოლიტიკა
TASS - დეკემბრიდან Georgian Airways-ი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული მიმართულებით ფრენები 10 დეკემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.

"10 დეკემბრიდან Georgian Airways-ი ფრენებს სანქტ-პეტერბურგს და საქართველოს დედაქალაქს შორის იწყებს. პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება“, - ნათქვამია პულკოვოს აეროპორტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვა რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე გასცა. რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ნებართვა 16 მაისს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics