2023-11-27 20:16:13, 704 ნახვა
სამართალი
კახა აბუაშვილი (კაბუ) სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მსახიობი და მომღერალი კახა აბუაშვილი (კაბუ) სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სრული მოცულობის გადახდის შემდეგ კახა აბუაშვილი საპატიმროს დატოვებს.
ქალზე ძალადობის ბრალდებით მომღერალი გუშინ, 27 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,