12:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 16:12:33, 826 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ წარმომადგენელი - ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევა

ისრაელ-"ჰამასს" შორის დადებული ზავი ძალაში ხვალ, 10:00 საათზე შევა, - ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც გათავისუფლდებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ.

Al Jazeera-ს ცნობით, "ჰამასის“ ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც.

შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics