22:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 11:01:53, 690 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განახორციელა ივანიშვილმა - ასეულობით მილიონი ქვეყნის განვითარებაში

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის" საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„პარაგრაფ თბილისის" ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია და საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის.

მე მინდა, განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა, მადლობა ვუთხრა „თანაინვესტირების ფონდს", თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ „თანაინვესტირების ფონდი" უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics