22:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 15:34:02, 923 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - სიმულიანტობდა ორი წელი - დარწმუნებული ვარ, რეპუტაცია მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა

სიმულიანტობდა ორი წელი - დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის "სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“.

"ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა - აღარ კვდება. მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული. სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ასეთ დროს მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“,- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics