22:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 15:06:33, 1410 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი გინტურის მკვლელობაზე - ყველას გვესმის, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება

ყველას გვესმის, რომ დამნაშავეების დასჯა ასეთი მარტივი არ იქნება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე გამოძიებამ თამაზ გინტურის ოჯახის ყველა კითხვას ეფექტურად გასცეს პასუხი.

"დავინტერესდი უსაფრთხოებს გარემოთი ამ სოფელში. ვხედავთ, რომ პოლიცია პატრულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ მოკლე დროში ეფექტურად ოჯახის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დამნაშავეების დასჯაზე რა მოგახსენოთ, ყველას გვესმის, რომ ეს ასეთი მარტივი არ იქნება გამომდინარე გასული ამბებიდან, რაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობებს უკავშირდება და არც ერთი მათგანი ჯერჯერობით არ არის, სამწუხაროდ, დასჯილი", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics