00:05 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:37:54, 728 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი ბრეგაძეს - მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი

დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი,- ასე მიმართა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს იუსტიციის მინისტრს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, სიტყვით გამოსვლისას თქვა, "მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება".

"ე.ი. სასწაული უკვე მოხდა - კახექსია დამარცხა ამ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე. ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“,- თქვა სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics